თვალადის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

თვალადის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,1 X 6,25 მ), ნაგებია დიდი ზომის უხეშად დაკუთხული და პირმოსწორებული ქვებით. ოდნავ გაბრტყელებულ ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიში. აფსიდის სატრიუმფო თაღი აგურითაა ამოყვანილი. თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით და ჩრდილოეთით. დარბაზი გადახურულია წვრილი ქვით ნაშენი ნახევარწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლები შელესილი ყოფილა. ფასადების კედლები დასრულებულია მარტივი პროფილის ლავგარდნით. დასავლეთ ფასადის ცენტრში ცისფრად მოჭიქული აგურით გამოყვანილია დიდი ზომის ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.