სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯვარი ფიგურა, რომელიც შედგება ორი გადამკვეთი ზოლისგან ან მართკუთხედებისგან. ხშირად კუთხე 90° შეადგენს. ზოლები ტრადიციულად ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგდებიან. ის ადამიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძევლი სიმბოლოა, რომელიც გამოყენებულია მრავალ რელიგიასა და კულტურაში, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ასოცირებენ ქრისტიანობასთან.

ჯვრის რამდენიმე სახეობა. ილუსტრაცია წიგნიდან Lexikon der gesamten Technik (1904) von Otto Lueger

ჯვრის ისტორია

რედაქტირება

ჯვარი კერპთაყვანისცემლობაში

რედაქტირება
 
აშურეთის მზის ღმერთის სიმბოლო ასურეთში
 
მზის ღვთაების, აშურის, და მთვარის ღვთაების, სინის, სიმბოლო მესოპოტამიაში

პირველმა ცივილიზაციურმა ხალხმა, რომელმაც გამოიყენა ჯვარი ძველი ეგვიპტელები იყვნენ. ეგვიპტურ ტრადიციაში ჯვარს ზედა შტოს მაგივრად წრე ჰქობდა, ანხი, სიცოცხლისა და ღვთაებების სიმბოლო. აგრეთვე ანხს ნილოსის გასაღებად ეძახდნენ. ბაბილონში ჯვარი ცის ღვთაების, ანუს სიმბოლოდ ითვლებოდა. ასურულ მითოლოგიაში მთავარღვთაების, აშურის სიმბოლო წრეწირში ჩაწერილი ჯვარი იყო.

ის, რომ ჯვარი იყო სხვადასხვა პოლითეისტური რელიგიათა სიმბოლო ქრისტიანობამდე ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები. ისტორიური მონაპოვარი აღმოჩენილია ევროპაში, ინდოეთში, სირიაში, სპარსეთში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში. ძველ ინდოეთში ჯვარი იყო გამოსახული ფიგურის თავზე, რომელიც ბავშვებს კლავდა და ასევე კრიშნას ხელებზე. სამხრეთ ამერიკაში მუისკებს ეგონათ, რომ ჯვარი განდევნის ავ სულებსა და ბოროტ ძალებს, და ქვეშ კი ახალშობილებს აწვენდნენ. დღესაც ბევრ ქვეყანაში, სადაც არ არის ქრისტიანული ეკლესიის დიდი გავლენა, ჯვარი მიღებულია რელიგიურ სიმბოლოდ.

ჯვარი ქრისტიანულ ტრადიციაში

რედაქტირება

ჯვარი არის ქრისტიანულ კონფესიათა უმეტესობის თაყვანისსაცემი საგანი. ქრისტიანობაში ჯვარის კულტის გაჩენას მაცხოვრის ჯვარცმასთან აქვს კავშირი.

ქრისტიანულ ჯვარს უამრავი ვარიაცია აქვს. უმეტეს ენებში სიტყვა "ჯვარი" (ინგლ. Cross; რუს. Крест; პოლ. Krzyż; გერმ. Kreuz) ლათინური "crux"-დან წარმოიშვა, რაც "ხე"-ს ნიშნავს. ასევე არსებობს ზმნა "cruciare", რომლებიც ითარგმნება, როგორც "წამება".

წერითი სიმბოლო

რედაქტირება

წერითი ჯვრები გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, უშუალოდ მათემატიკაშიც.

ჯვარი ხშირად გამოიყენება ტექსტის, აბზაცის ან ტექსტის აღსანიშნავად დროშის სახით.

როგორც ნიშანი ან სიმბოლო

რედაქტირება
ჯვრის ტიპი აღწერა სურათი
ქრისტიანული ჯვარი ასევე ცნობილია, როგორ ლათინური ჯვარი. არის ქრისტიანობის ყვალაზე გავრცელებული სიმბოლო. ჯვრის აღმოჩენა იესოს მოწამეობრივ სიკვდილთან არის დაკავშირებული, რომელსაც მან ჯვარზე მიიღო.  
ანხი

ასევე ცნობილია, როგორც ეგვიპტური ჯვარი, ნილოსის გასაღები, მარყუჟული ჯვარი. ძველ ეგვიპტეში იყო სიცოცხლისა და მოსავლის სიმბოლო. ქრისტიანობაში ეს სიმბოლო კატეგორიულად დაუშვებელია, რათა ეკლესია მიიჩნევს რომ ეს ეშმაკის ჯვარია. ხშირად ამ ჯვარს გოთები ატარებენ.

 
კოპტური ანხი

კოპტური ანხი არის ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანების ორიგინალური კოპტური ჯვრის თავისებური გამოყენება.

 
ორიგინალური კოპტური ჯვარი

ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ ამ ჯვარს.

 
კოპტური ჯვარი

პატარა წრე ცენტრში, რომლისგანაც პარალელური ზოლების ორი წყვილი გამოდის. ზოლებს შორის, რომლებიც შეადგენენ 90° არის განთავსებული T-ფორმის სიმბოლოები. ეს ჯვარი ასახავს ქრისტეს ჯვარცმას და ადრე ფართოდ გამოიყენებოდა კოპტურ ეკლესიაში, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტეს ქალაქ ალექსანდრიაში.

 
ახალი კოპტური ჯვარი

ეს არის კოპტური ჯვრის ახალი ფორმა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ქრისტიანი ეგვიპტელები და თვით კოპტურ მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ცენტრი განთავსებულია ეგვიპტეს ქალაქ ალექსანდრიაში. ეს ვერსია არის შედგენილი ზევით აღნიშნული ჯვრების საფუძველზე.

 
მზის ჯვარი

ეს სიმბოლო ცნობილია, როგორც მზის ჯვარი და ფართოდ იყენებოდა ამერიკელი ინდიელების მედიცინურ ბორბალში. ასევე არის გნოსტიციზმის მოძრაობათა სიმბოლო.

 
მაღალი ჯვარი

ცალკე მდგომი კელტურ ჯვრებისაგან სიმბოლო, რომელიც ხშირად გვხვდება ირლანდიასა და ბრიტანეტში. ჯვარი ფართოდ არის გამოყენებული ეკლესიებსა და სასაფლაოებზე.

 
კენტერბერის ჯვარი

გამოიყენება ანგლიკანურ ეკლესიაში. ჯვარს აქვს ოთხი ერთნაირი სიგრძის შტო, რომელიც გამოხარულია რკლის ფორმით ბოლოში. ეს რკალნი შეუღლებლად წარმოქმნიან წრეწირის ფორმას. ყველა შტოს აქვს ამოიჭრილი ტრიკვერტი, რომელიც სამებას სიმბოლიზირებს. ჯვრის ცენტრში არის პატარა მართკუთხედი. ეს ჯვარი ნაპოვნია ქ. კენტერბერში 1867 წელს და თარიღდება 850 წლით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ჯვარს ანგლო-საქსონური წამოშობა აქვს. (წყარო (ინგლისური))

 
ჯვარცმა

ჯვარი და იესოს ტანის გამოსახულება ჯვარცმის დროს. ეს ჯვარი არის ფართოდ გამოყენებული კათოლიკურ, ანგლიკანური, მართლმადიდებლურსა და აღმოსავლეთის ეკლესიათა მთელ რიგში.

 
ბერძნული ჯვარი

ეს ჯვარი არის მართლმადიდებლური და ადრეული ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო. მისი ყველა შტო ერთი სიგრძისა. ამ ჯვარს უწოდებენ ბერძნულ ჯვარს, იმიტომ რომ ეს ჯვარი გამოსახული საბერძნეთის დროშაზე ( ) და გერბზე.

 
ფლორიანის ჯვარი

ჯვარი მიღებულია, როგორც ხანძარწინააღმდეგი ემბლემა, ასევე არის წმ. ფლორიანის[1] სიმბოლო. ფლორიანის ჯვარი ჰგავს მალტიისა და პეტის ჯვარს, თუმცა ამ ჯვარს მრგვალი ხელები აქვს. ჯვრის ორივე ვერსია აქ არის მოყვანილი.

 
 
აღმოსავლური მართლმადიდებლური ჯვარი

ასეთი ჯვარი მიღებულია ტრადიციულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში ასევე აღნოსავლურ კათოლიკურ სამყაროში. ჯვარზე ასახულია ასოები IC XC, რომლებითაც მართლმადიდებლურ სამყაროში იესოს სახელის ინიციალები აღინიშნება.

 
წმინდა ბრიჯიდის ჯვარი

ასეთი ჯვარი მთელი ირლანდიის ტერიტორიაზე გვხვდება. ამ სიმბოლოს ავტორია პრინცესა ბრიჯითი, რომელიც წარმართი მეფის ასული იყო. მან ჯვარი ლერწმისგან შექმნა, სწორედ ჯვარა უკავშირდება ირლანდიის ხალხთა მოქცევა.

თვით სახელი ბრიჯითი წარმოიშვა ბრიგითისაგან (ან ბრექეთისგან), რომელიც კელტების წარმართული რელიგიის მთავარქალღმერთის სახელია.

 
ხი-რო

ჯვარი, რომელიც კონსტანტინე დიდის დროს სახელმწიფოს სიბმოლად იყო მიღებული. ჯვარი შედეგბა ორი ბერძნული ასოსგან χ და ρ, რაც სავარაუდოდ ქრისტიანობას ნიშნავს.

 

სუვერენული სახელმწიფოთა დროშები

რედაქტირება

სხვა დროშები და გერბები

რედაქტირება

Other noteworthy crosses

რედაქტირება

The Crux, or Southern Cross, is a cross-shaped constellation in the Southern Hemisphere. It appears on the national flags of Australia, Brazil, New Zealand, Niue, Papua New Guinea and Samoa.

The tallest cross, at 152.4 metres high, is part of Francisco Franco's monumental "Valley of the Fallen", the Monumento Nacional de Santa Cruz del Valle de los Caidos in Spain.

A cross at the junction of Interstates 57 and 70 in Effingham, Illinois, is purportedly the tallest in the United States, at 198 feet (60.3 m) tall.

The tombs at Naqsh-e Rustam, Iran, made in the 5th century BC, are carved into the cliffside in the shape of a cross. They are known as the "Persian crosses".

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. წმინდა ფლორიანე არის პოლონეთისა და ავსტრიის მფარველი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chevalier, Jean (1997). "The Penguin Dictionary of Symbols". Penguin ISBN 0140512543
  • Koch, Rudolf (1955). The Book of Signs. Dover, NY. ISBN 0-486-20162-7.
  • Drury, Nevill (1985). Dictionary of Mysticism and the Occult. Harper & Row ISBN 0060620935
  • Webber, F. R. (1927, rev 1938). Church Symbolism: an explanation of the more important symbols of the Old and New Testament, the primitive, the mediaeval and the modern church. Cleveland, OH.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: