წრეწირი
წრეწირი — ჩაკეტილი ბრტყელი წირი, რომლის ყველა წერტილი ერთი და იმავე მანძილითაა დაშორებული მოცემული წერტილიდან (წრის ცენტრი), ამასთან ეს წერტილი მდებარეობს იმავე სიბრტყეში, რომელშიც მდებარეობს წირი. R მონაკვეთს, რომელიც აერთიანებს წრეწირის ცენტრს მის ნებისმიერ წერტილთან, ეწოდება წრეწირის რადიუსი. წრეწირის სიგრძის ფარდობა მის დიამეტრთან მუდმივი სიდიდე და აღინიშნება π ასოთი, π=3,14159..., მისი სიგრძე განისაზღვრება ფორმულით : . წრეწირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელ მონაკვეთს წრეწირის ქორდა ეწოდება. ყველაზე დიდი ქორდა დიამეტრია, თუმცა მისგან განსხვავებით დიამეტრი აუცილებლად გადის წრეწირის ცენტრზე. ორი რადიუსის მიერ ჩამოჭრილ ნაწილს - სექტორი ეწოდება, ხოლო ქორდის მიერ ჩამოჭრილს კი სეგმენტი. ჩვენ შეგვიძლია წრეწირში ჩავხაზოთ სხვადასხვა ფიგურები, თუმცა იმისათვის რომ იგი ჩახაზულად ჩაითვალოს, აუცილებელია მისი ყველა წვერო ეხებოდეს წრეწირს.

ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 345.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წრეწირი“ ვიკისაწყობში.