გოთები (სუბკულტურა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთიკა (მრავალმნიშვნელოვანი).

გოთები — ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ. სუბკულტურა აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმის ვარცხნილობასთან.

გოთესა

იდეოლოგია

რედაქტირება
 

ყველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი მუდამ დეპრესიულები, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები, სადომაზოხისტები არიან[1]. სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.

გოთების სიმბოლოდ ანხი მიიჩნევა. ძველი ეგვიპტური ჯვარი ან ”ნილოსის გასაღები”, როგორც მას ეგვიპტელები ეძახდნენ, სუბკულტურის მოდაში ფილმ «შიმშილის» შემდეგ დაიმკვიდრა თავი.

  1. გოთების სუბკულტურა (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2010-07-28.