თვალადის სამების ეკლესია
თვალადის სამების ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,1 მ), ნაგებია ნატეხი და უხეშად დაკუთხული ქვებით, წყობაში ურევია რიყის ქვაც. ოდნავ შეისრული ფორმის თაღიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ერთი შესასვლელი ჩრდილოეთ მხრიდანაც არის. ნახევარწრიული, მცირე სიღრმის აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. აფსიდის სამხრეთ ნაწილში პატარა ნიშია. დარბაზთან შედარებით აფსიდი საგრძნობლად დაბალია. დარბაზის კედლები შელესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 163.