ვახტანგ მაისურაძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვახტანგ მაისურაძე (დ. 29 ივლისი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი. კასპის მუნიციპალიტეტის მერი 2020 წლიდან.

ვახტანგ მაისურაძე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2020

დაბადებული29 ივლისი, 1975 (1975-07-29) (49 წლის)
პოლიტიკური პარტია„ქართული ოცნება“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 29 ივლისს. 1992-1997 წლებში სწავლობდა გორის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში, საბუღალტრო აღრიცხვის, კონტროლი და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის სპეციალობით. 1997-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს ბიზნესის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2006 წელს შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 2006-2007 წლებში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2012-2013 წლებში შპს „ნიუ კონტრაქშენის“ საწყობის მენეჯერი. 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. [[2013]-2014 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2014-2020 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2020 წლიდან კასპის მუნიციპალიტეტის მერი.

თვითმმართველობის არჩევნები 2021

რედაქტირება

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით მეორე ვადით იყრიდა კენჭს კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მაისურაძემ პირველ ტურში ხმათა 52,13% (10 144 ხმა) მიიღო და გამარჯვება პირველ ტურში მოახერხა. [1][2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება