დოესი
დოესი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, დოესის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: დოესი, გრაკალი) ცენტრი.[1]
სოფელი | |
---|---|
დოესი | |
სამების ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | დოესი |
კოორდინატები | 41°56′06″ ჩ. გ. 44°14′37″ ა. გ. / 41.93500° ჩ. გ. 44.24361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2323[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მეტეხი–გორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 580 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.
დოესელთა მთავარი სამეურნეო ბაზაა დოესის მინდორი. სოფელში მდებარეობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) (1960-1972) სახლ-მუზეუმი. ასევე სამებისა და ღვთისმშობლის ბაზილიკური ეკლესიები.
ისტორია
რედაქტირება1957 წელს ხოვლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დოესის მინდორში გათხარა ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი. სოფელი დოესი ისტორიულ წყაროებში ცნობილია XVII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „თეზმიდან დასავლით არს ხევი ხოვლესი... თეზმიდან ატენის წყლამდე მინდორი დოესისა, რომელი ირწყვის თეზის რუთი“. წყაროებში იხსენიება „დოეზი“, „დოვეზი“, „დუესი“-ს ფორმებითაც.
თავდაპირველად თავად ჯავახიშვილებს ეკუთვნოდა, 1615 წელს კი მეფე ლუარსაბ II-მ იგი მერაბ და ქაიხოსრო ციციშვილებს უბოძა. 1638 წელს დოესის მინდორზე ერთმანეთს შეებრძოლნენ თეიმურაზ I-ისა (1605-1648) და როსტომ მეფის (1633-1658) მომხრეები.
1904 წლის 16 აგვისტოს, სოფლის მოედანზე შეიკრიბა გლეხობა. მათ უარი განაცხადეს თავად ციციშვილისთვის მაღალი გადასახადის გადახდაზე. აჯანყებულთა დასაწყნარებლად მოიწვიეს გორის მაზრის უფროსი ცხენოსანთა რაზმით. დააპატიმრა 5 მოთავე გლეხი.
დოესში შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (შუა საუკუნეები). სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 2,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს წეროაანთ წმ. გიორგის ეკლესიის (გვიანდელი შუა საუკუნეები) ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2323 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2818 | 1360 | 1458 |
2014[1] | 2323 | 1152 | 1171 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 605.
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 155.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 195, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.