წეროაანთ წმინდა გიორგის ეკლესია

წეროაანთ წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. საყდრის აღმოსავლეთით უცხოვრიათ წერუაშვილებს (აქედან მომდინარეობს საყდრის სახელწოდება), ხოლო დასავლეთით ყოფილა დასახლება აგარა, საიდანაც ბატონს ხალხი ახლანდელ დაბა აგარაში (ქარელის მუნიციპალიტეტი) გაუსახლებია.

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გაურკვეველია გეგმა, შემორჩენილია საძირკვლის კვალი და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი (სიგრძე 4,1 მ). ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადმოცემით საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, გადახურული ყოფილა კრამიტით. საყდრის ჩრდილოეთით აღმოჩნდა თიხის მილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.