ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი)

ტერმინს „ეფრემ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეფრემ.

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში — გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე; დ. 19 ოქტომბერი, 1896, სოფ. დოესი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აპრილი, 1972) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში.

ეფრემ II
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 21 თებერვალი, 1960
თანამდებობიდან წასვლა 7 აპრილი, 1972
წინამორბედი მელქისედეკ III
მემკვიდრე დავით V
პირადი მონაცემები
საერო სახელი გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1896
დაბადების ადგილი დოესი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1972
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავების ადგილი სიონის ტაძარი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

თორმეტი წლის იყო გრიგოლი როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა. 1912 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაცია მისცა წარჩინებულ კურსდამთავრებულ გრიგოლ სიდამონიძეს თბილისის საულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სპეციალურად გასანთლულ ეტრატზე ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ხელის მომწერტა შორის იყვნენ შიო და გრიგოლ სიდამონიძეები. ამის შემდეგ გრიგოლის მამამ სამი თვე იცოცხლა, იგი 1917 წელს გარდაიცვალა.

გრიგოლ სიდამონიძე ატიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში, შემდეგ იყო მორჩილი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ისა. 1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 წლის 17 იანვარს აღიკვეცა ბერად ეფრემის სახელით. 1923 წლის 14 იანვარს ბერ-მონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელ-მონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავმჯდომარის — მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხსში. არქიმანდრის ეფრემის კურთხევას სვეტიცხოველში დაესწრნენ: მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) და ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნვის შესახებ. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იგი ჯერ იწოდებოდა მანგლელად, შემდეგ ნინოწმინდელად, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან ალავერდელად. ქვეყანაში უკიდურესად გააქტიურებული იყო ათეიზმი, იმ დონემდე რომ ალავერდელი ეპისკოპოსი ეფრემი იძულებული იყო დაბრუნებულიყო თბილისში და ეთხოვა სინოდისთვის თბილისის რომელიმე ტაძრის მღვდლად ყოფნა. საკათალიკოსო სინოდმა შექმნილ ვიტარებაში შესაძლებლად მიიჩნია როგორც გამოანკლისი ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნათ წმ. ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად. 1930 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად. 1932 წლის 13 ოქტომბერს მას ამტკიცებენ ურბნისის ეპარქიის მმრთველად. 1937 წლის 10 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაპატიმრებული იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი, და სამეულის გადაწყვეტილებით (მუხლი №58,11), გადაასახლეს ციმბირში, სადაც გაატარა უმძიმეს ფიზიკურ შრომაში რვა წელი. 1944 წლის 2 ივლისს ის გაანთავისუფლეს. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

პატრიარქობის პერიოდი

რედაქტირება

1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. მეორე დღესვე შეიკრიბა წმიდა სინოდი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელიც წინადადებით შემოვიდა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ აერჩიათ მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 21 თებერვალს, კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ტაძრის გვერდით სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნების, ან ახლის აშენების ნებართვაზე. უწმიდესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვამცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა.

იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ეფრემ II (კ/პ/) - ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მღვდელთა და ღმრთის მოყვარე ქრისტეანეთადმი. [საშობაო ეპისტოლე 1967 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1967 წ. - თბ.,1967. - გვ.5-6.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მოძღვართა და საეროთა მიმართ. [საშობაო ეპისტოლე 1968 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1968 წ. - თბ.,1968. - გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მოძღვართა და საეროთა მიმართ. [საშობაო ეპისტოლე 1969 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1969 წ. - თბ.,1969. - გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ინტერვიუ. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1972. - თბ.,1972. - გვ.6-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ინტერვიუ. // სამშობლო. – 1972. – N2. - 28 იანვარი.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ინტერვიუ: პატრიარქის მიმართვა 36 წლის წინ. [1972 წ. გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან]. // ფუძე. – 2008. – N1(15)~ - გვ.6-7.
  • ეფრემ II (კ/პ/) - საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვს. [მიმართვა]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1964 წლისათვის. - თბ.,1964. - გვ.5.
  • ეფრემ II (კ/პ/) - საქართველოს უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიის ყოვლად სამღვდელონო, მამანო და ძვირფასო სამწყსოვ და სამშობლოს გარეთ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დავანებულნო შვილებო, გილოცავთ ბედნიერ ახალ წელს! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1971. - თბ.,1971. - გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) - სიტყვა წარმოთქმული II სრულიად საქრისტიანო მშვიდობის კონგრესზე. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1965 წლისათვის. - თბ., 1965. - გვ.5-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) - სიტყვა წარმოთქმული რესპუბლიკურ სამშვიდობო სხდომაზე. (1964 წლის დეკემბრის 24-ს. თბილისი). // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1966 წ. - თბ.,1966. - გვ.5-6.
  • ეფრემ II (კ/პ/) - სიტყვა. [ხალხისადმი რადიომიმართვის ბეჭდური ვარიანტი 1963 წ.]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1963. - გვ.5-7.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ძველ მუხასა და მის მწვანე ტოტებზე. /ინტერვიუ კათოლიკოს-პატრიარქთან ეფრემ მეორესთან. ჩაიწერა ნაზი შამანაურმა. // კარიბჭე. – 2009. – N11. - გვ.56-57.
  • ეფრემ II (კ/პ/) - ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავთ ახალ წელს! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1970 წ. - თბ.,1970. - გვ.5-6.
  • Ефрем II (К/П) – Речь на христианской мирной конференции в Праге. // Журнал Москов. Патриарх. – 1960. – октябрь. – с.24-26.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, ტ. I, თბ., 2013
  • ბოქოლიშვილი, ლ. - საქართველოს ეკლესია XX საუკუნის 60-იან წლებში. (უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II). // საისტორიო ვერტიკალები. - 2014. - N29. - გვ.219-224.
  • ბუბულაშვილი, ე. - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II (სიდამონიძის) მოგონება წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილების შესახებ... // რელიგია. – 2011. – N3. - გვ.43-46.
  • ელისე (ჯოხაძე) მთავარეპისკოპოსი - როგორ გავიცანი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N6(313)~ - გვ.10.
  • ერის სულიერი მამა. [უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N12(412)~ - გვ.15-18.
  • ეფრემ მეორე (1896-1972). [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1960-1972 წლებში) მოკლე ბიოგრაფია]. // სახალხო გაზეთი. – 1996. – N31. – 23 მარტი. - გვ.9.
  • ეფრემ მეორე (1896-1972). [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1960-1972 წლებში) მოკლე ბიოგრაფია]. // წგ-ში: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. - თბ., 2000. - გვ.207-209.
  • ეფრემ მეორე (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (19. 10. 1896 - 7. 04. - 1972) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 წწ. // წგ-ში: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4. - თბ.,1979. - გვ.247.
  • ვარდოსანიძე, ს. - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. // თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. – 2000. – N4(16)~ - გვ.1-5.
  • კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე). // წგ-ში: XX საუკუნის მოღვაწეები: მათ არ უღალატეს ქრისტეს. - თბ.,2005. - გვ.28-29.
  • კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) 1960-1972. // წგ-ში: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2009. - თბ.,2009. - გვ.246-255.
  • კვამლი აღდგომის ღამეს. [კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N21(328)~ - გვ.14.
  • კიკალიშვილი, შ. - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე (1960-1972) [ცხოვრება და მოღვაწეობა]. // წგ-ში: "XX საუკუნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები." (მასალები). - თბ., 2008. - გვ.130-139.
  • მარკოზაშვილი, შ. - შეხვედრა კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან. [ეფრემ მეორისა და გიორგი ლეონიძის მეგობრობის გახსენება]. // მადლი. – 2002. – N6-7. - გვ.9.
  • ჟვანია, ზ. - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II (სიდამონიძე). [მოკლე ბიოგრაფია. მოგონებები]. // წგ-ში: ჟვანია, ზ. - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან. - ქთ.,1994. - გვ.36-38.
  • როგორ აიძულებდა ბოროტი მეუფე ეფრემს (სიდამონიძეს) უფლის უარყოფას. [მასალა - გაზეთი „კვირის პალიტრა“ N52-დან]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N4(404)~ - გვ.12.
  • საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღვთისმეტყველების დოქტორი [ეფრემ მეორე]. // სამშობლო. – 1970. – N20. – 23 ოქტომბერი. - გვ.6.
  • უცოდველი არავინაა: [გრ. რობაქიძისა და მიხ. წერეთლის ორი წერილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორისადმი. საარქივო მასალები.] // თბილისი. – 1997. – 5 აპრილი. - გვ.5.
  • ფოტომატიანე: იღუმენი ილია (შიოლაშვილი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან და სამთავროს დედათა კრებულთან ერთად. [მცხეთა, 1960 წელი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N31. - გვ.24.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). // საპატრიარქოს უწყებანი. – 2004. – N27(285)~ - გვ.20.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად [1968 წლის 14 სექტემბერი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N33(340)~ - გვ.24.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სიონის საპატრიარქო ტაძრის ამბიონზე. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N21(328)~ - გვ.28.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. [სავარაუდოდ 1969 წელი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N27(334)~ - გვ.20.
  • ფოტომატიანე: სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორთან და პედაგოგებთან 1965 წელი. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2003. – N41(249)~ - გვ.20.
  • ჯიქია, ლ. - მამა ეფრემი. [მიტროპოლიტ, შემდგომში კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II სიდამონიძის ცხოვრება და მოღვაწეობა]. // ქუთაისი. – 1993. – 28 დეკემბერი.
  • Его Святейшество Католикос-Патриарх всей Грузии Ефрем II в Москве. // Журнал Моск. Патр. – 1970. - №8. – с.51.
  • Ефрем II (Сидамонидзе) Католикос-Патриарх всея Грузии 1960-1972 г. // В-кн: Все человецы Божии. – б.м., б.г. – с.3-50.
  • К кончине Председателя Грузинской Православной Церкви. (К/П Ефрем II). // Журнал Моск. Патр. – 1972. - №5. – с.52-53.
  • Капанадзе, Х. – К 70-летию Святейшего и Блаженнейшего Католикоса-Патриарха всея Грузии Ефрема II. // Журнал Моск. Патр. – 1967. - №1. – с.52-54.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
მელქისედეკ III
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1960-1972
შემდეგი:
დავით V