დოესის მინდორი – ისტორიული ადგილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან მცხეთა-ძეგვ-ხიდისთავ-გორის საავტომობილო გზაზე. კასპიდან 25 კმ.-ზე.

XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომსა და თეიმურაზ I-ს შორის ქართლის სამეფო ტახტისათვის მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების დროს, თეიმურაზის მომხრე ფეოდალებმა არაერთხელ მოუწყეს შეთქმულება გამაჰმადიანებულ ტახტის მფლობელს. მათი გამოხდომები მარცხით მთავრდებოდა. 1638 წელს თეიმურაზ I-სი მომხრეებმა - ნოდარ ციციშვილმა, იოთამ ამილახვარმა, ზაალ არაგვის ერისთავმა და ქართლის კათალიკოსმა ევდემოზ დიასამიძემ მორიგი შეთქმულება მოაწყვეს. თეიმურაზ I-ს სთხოვეს ქართლში გადმოსვლა და ტახტის დაჭერა. შეიკრიბა ლაშქარიც, რომელიც ნოდარ ციციშვილის სარდლობით დოესის მინდორზე დაბანაკდა. თავის მხრივ, როსტომიც დოესისაკენ გამოემართა. ციციშვილმა გადამწყვეტ ბრძოლას თავი აარიდა. როსტომს მხოლოდ იმერელი თავადები - ძმები ჩხეიძეები შეებრძოლნენ, რომლებიც დამარცხდნენ და ტყვედ ჩაუვარდნენ როსტომს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ. 1973 წ.