ევდემოზ I
ევდემოზ I (გვარად დიასამიძე; გ. 1643) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1630-1638 წლებში.
კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის ძის დათუნა ბატონიშვილის სიმამრი.[1] ევდემოზ I მონაწილეობდა ქართლის მეფის როსტომის (მართავდა 1632-1658 წლებში) წინააღმდეგ შეთქმულებაში. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე თეიმურაზ I-ის მოწვევა. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ევდემოზ I სხვებთან ერთად დააპატიმრეს და როსტომისნბრძანებით სიკვდილით დასაჯეს: ციხეში დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს. დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში. საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 (17) ოქტომბერი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 49.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979, გვ. 101