ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).

ახალქალაქი[2] (ყოფილი წითელქალაქი, გადაერქვა 1946 წლის 2 ნოემბერს[3].) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის მარჯვენა მხარეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, რკონი, ჩაჩუბეთი). ზღვის დონიდან 620 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით.

სოფელი
ახალქალაქი
Vil. Akhalkalaki (G.N. 2008).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ახალქალაქი
კოორდინატები 41°53′04″ ჩ. გ. 44°20′22″ ა. გ. / 41.88444° ჩ. გ. 44.33944° ა. გ. / 41.88444; 44.33944
ადრეული სახელები წითელქალაქი
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 1050[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,7 %
ოსები 2,2 %
აზერბაიჯანელები 1,9 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები, მუსლიმები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)
ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1050 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1233 576 657
2014[1]   1050 522 528

ისტორიარედაქტირება

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

ეს ადგილები იშვიათი კლიმატური პირობების გამო, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.

ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი. ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი.

ღირსშესანიშნაობარედაქტირება

შემორჩენილია გალავანი და დარბაზული ტიპის ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (ლაპიდარული წარწერით) და სამრეკლო, ასევე 1885 წ. აშენებული ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლე“, ამჟამად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „გარიყულა“.[5]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.
  3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  5. ბუხრიკიძე, დავით. მუშებისა და მუზების „მიქსი“. ლიბერალი. 30.09.2014.