თეძამი
თეძამი — მდინარე გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.
თეძამი | |
---|---|
![]() | |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 51 კმ |
აუზის ფართობი | 394 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 55.