თეზამი

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: თეძამი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეზამი (მრავალმნიშვნელოვანი).

თეზამიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1477 მ სიმაღლეზე. სიგრძე 28 კმ, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,25 მ³/წმ. დეკემბერში ჩნდება და თებერვალ-მარტამდეა ყინულნაპირისი. თეზამს იყენებენ სარწყავად.[1] შესართავის სიმაღლე ზღვის დონიდან 518 მ სიმაღლეზეა.

თეზამი

თეზამი ცხვარიჭამიაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სათავე იალნოს ქედი
41°53′16″ ჩ. გ. 45°01′29″ ა. გ. / 41.887889° ჩ. გ. 45.024778° ა. გ. / 41.887889; 45.024778
სათავის სიმაღლე 1477 მ
შესართავი არაგვი
41°55′36″ ჩ. გ. 44°44′59″ ა. გ. / 41.926667° ჩ. გ. 44.749833° ა. გ. / 41.926667; 44.749833
შესართავის სიმაღლე 518 მ
სიგრძე 28 კმ
მდინარის სისტემა არაგვიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1,25 მ³/წმ
თეზამი — საქართველო
თეზამი
თეზამი
თეზამი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თეზამი
თეზამი
— სათავე, — შესართავი

მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია ცხვარიჭამიას პატარა საყდარი. მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი ცხვარიჭამია. მდინარე თეზმის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი: მათ შორის: ჯიღაურა, ახალსოფელი, არაშენდა, ბურიანი, გალავანი, ნავდარაანთკარი და სხვა.

  1. აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 650.