გოსტიბე
გოსტიბე — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ახალქალაქი).[1]
სოფელი | |
---|---|
გოსტიბე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალქალაქი |
კოორდინატები | 41°48′35″ ჩ. გ. 44°18′20″ ა. გ. / 41.80972° ჩ. გ. 44.30556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1550 მ |
მოსახლეობა | 18[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,4 % აზერბაიჯანელები 5,6 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1550 მეტრზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 45 | 21 | 24 |
2014[1] | 18 | 11 | 7 |
ისტორია
რედაქტირებაპირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1652 წელს მეფე როსტომმა გოსტიბე უბოძა იორამ სააკაძეს. გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ გოსტიბე სახასო სოფელი გახდა. XVIII საუკუნეში გოსტიბის მოსახლეობა ლეკთა თარეშის გამო ამოწყდა. 1866 წლიდან გოსტიბეში დასახლდა გუდამაყრიდან და ფშავიდან გადმოსული მოსახლეობა.
სოფლის მახლობლად შემორჩენილია X საუკუნის დასასრულს (ან X–XI საუკუნეების მიჯნის) წმინდა სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებულ ვიწრო ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული, სარკმლიანი აფსიდი აქვს. გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია. მათზე დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. ნაგებია რუხი, მომწვანო ფერის უხეშად გათლილი ქვის კვადრებით. პილასტრები, აფსიდის მიმდებარე კუთხეები და კამარის საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვითაა გამოყვანილი, კედლის თაღები და კონქის ნაწილი — შირიმით. ყველა იმპოსტი, აგრეთვე პილასტრების ზოგი ნაწილი მწვანე ქვისაა. ეკლესია შელესილი ყოფილა. კედლებზე, უშუალოდ ქვაზე, წითელი საღებავით დახატული ჯვრებია. შესასვლელი ორია — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთით ყრუ კედელია. ინტერიერში კედლებზე შეწყვილებული დეკორატიული თაღებია, რომელთა კრონშტეინები ასევე მწვანე ქვისაგანაა გამოთლილი. ფასადების დეკორ. მორთულობაში გამოყენებულია ჯვრის გამოსახულებანი. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია სათაურით, მასზედაც ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიაზე არის წარწერებიც. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია „დავით გალატოზი“ — ეკლესიის მშენებელი ოსტატი. სოფელში დგას საბრძოლო კოშკიც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., მეფისაშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125.
- Меписашвили Р. С., Памятники архитектуры Х–Х1 веков в сел. Кабери и Гостибе, «ქართული ხელოვნება», 1979, #8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II