შაჰ სეფი ან სეფი I (სპარს. شاه صفی; დ. 1611 — გ. 12 მაისი, 1642) — სეფიანთა დინასტიის მეექვსე წარმომადგენელი, მუჰამედ ბაყერ მირზასა და დილარამ ხანუმის ვაჟი. აბას I-ის შვილიშვილი. ირანის შაჰი 1629-1642 წლებში.

სეფი I
სეფიანთა ირანის მე-6 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 28 იანვარი, 1629
მმართ. დასასრული: 12 მაისი, 1642
წინამორბედი: აბას I
მემკვიდრე: აბას II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1611
გარდ. თარიღი: 12 მაისი, 1642
შვილები: აბას II
თამაზ მირზა
მაჰმუდ მირზა
ჰუსეინ მირზა
ჰეიდარ მირზა
სრული სახელი: აბულ-ნასერ საამ სეფი მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: მუჰამედ ბაყერ მირზა
დედა: დილარამ ხანუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

აბას I-ის ანდერძის მიხედვით მისი ტახტზე ასვლა ხოსრო მირზამ უზრუნველყო. შაჰ სეფიმ შაჰის ტიტულის მიღებისთანავე მოიშორა ყველა, ვისაც კი შეეძლო მისთვის ძალაუფლება წაერთმია, სეფიანთა ყველა უფლისწული და ასევე, პოლიტიკური ფიგურები. 1633 წელს მისი ბრძანებით, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს იმამყული-ხანი და უნდილაძეთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები. სეფი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მთავრობასა და ბიზნესს. არ ჰქონდა ინტელექტუალური ინტერესები. არ იცოდა წერა-კითხა სწორად. იგი საკუთარ დროს ძირითადად ღვინის სმაში ხარჯავდა და გახდა დამოკიდებული თამბაქოზე (როგორც აბას I). მისი მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა იყო დიდი ვეზირი მირზა მუჰამად სარუ თაქი, რომელიც ამ თანამდებობაზე სეფიმ 1634 წელს დანიშნა.

ირანის მტრებმა მალევე ისარგებლეს სეფის სისუსტით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა იწვნია დამამცირებელი მარცხი ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლებში მიმდინარე ომის დასაწყისში, შაჰ აბასის დროს, შაჰ სეფის ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მათ განაახლეს ომი ირანთან და 1634-1635 წლებში დაიკავეს ერევანი, ჰამადანი და თავრიზი. 1638 წელს ოსმალეთის არმიამ მურად IV-ის მეთაურობით აიღო ბაღდადი. ბაღდადის აღებამ ირანი აიძულა ეთხოვა ზავი და 1639 წელს დაიდო ზუჰაბის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აბას I-ის მიერ დაკავებული ტერიტორიები კვლავ ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა. ამავე პერიოდში, დიდ მოგოლთა იმპერიამ იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის სარდლობით 1638 წელს დაიპყრო სპარსელების ხელში მყოფი ავღანეთის ნაწილი ციხე-ქალაქ ყანდაარითურთ.

შაჰ სეფი გარდაიცვალა 1642 წლის 12 მაისს. გარდაცვალების მიზეზად სახელდება ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი აბას II. სეფის დანარჩენი 4 ვაჟი დააბრმავეს და ჰარამხანაში გამოკეტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Newman, Andrew J. (2008). Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire. I.B.Tauris, გვ. 1–281. ISBN 9780857716613. 
  • Babaie, Sussan (2004). Slaves of the Shah: New Elites of Safavid Iran. I.B.Tauris, გვ. 1–218. ISBN 9781860647215. 
  • Roemer, H.R. (1986). „The Safavid period“, The Cambridge History of Iran, Volume 5: The Timurid and Safavid periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 189–351. ISBN 9780521200943. 
  • Granlund, Lis (2004). „Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector“. In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 0-521-81422-7.