ეკატერინე გაბაშვილის სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ეკატერინე გაბაშვილის სახლი — ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში, გაბაშვილის ქუჩაზე. სახლი ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს — ეკატერინე გაბაშვილს (1851-1938 წლები). მწერალი ყოველ ზაფხულს სოფლად ატარებდა. სახლი ერთსართულიანია. შედგება ოთხი ოთახისაგან. ერთ-ერთ ოთახში დგას მწერლის საწერი მაგიდა, საწოლი, კედელზე კიდია სურათები.

ლიტერატურა

რედაქტირება