მეფისქალაქი
მეფისქალაქი (ყოფ. ახალქალაქი[2], წითელქალაქი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის მარჯვენა მხარეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, რკონი, ჩაჩუბეთი, ჭყოპიანი). ზღვის დონიდან 620 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
მეფისქალაქი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეფისქალაქი |
კოორდინატები | 41°53′29″ ჩ. გ. 44°20′14″ ა. გ. / 41.89139° ჩ. გ. 44.33722° ა. გ. |
ადრეული სახელები | ახალქალაქი (7 აგვისტო, 2024-მდე), წითელქალაქი (2 ნოემბერი, 1946-მდე) |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1050[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,7 % ოსები 2,2 % აზერბაიჯანელები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1050 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1233 | 576 | 657 |
2014[1] | 1050 | 522 | 528 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.
ეს ადგილები იშვიათი კლიმატური პირობების გამო, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.
ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში როგორც „ახალქალაქი“, 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. მისი გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის „მეფის ქალაქი“ უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი. მეფისქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ქალაქად აღარ იხსენიება. „მეფის ქალაქის“ შემდეგ კვლავ „ახალქალაქი“ უწოდებიათ. საბჭოთა ხელისუფლების დროს სოფელს „წითელქალაქი“ უწოდეს. 1946 წლის 2 ნოემბერს კვლავ „ახალქალაქი“ დაუბრუნეს.[4] 2024 წლის 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ახალქალაქს „მეფისქალაქი“ ეწოდა.[5]
1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაშემორჩენილია გალავანი და დარბაზული ტიპის ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (ლაპიდარული წარწერით) და სამრეკლო, ასევე 1885 წ. აშენებული ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლე“, ამჟამად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „გარიყულა“.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ახალქალაქი (კასპის რ-ნი) – საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 96.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2024
- ↑ ბუხრიკიძე, დავით. მუშებისა და მუზების „მიქსი“. ლიბერალი. 30.09.2014.