თელიანი
(გადამისამართდა გვერდიდან ყარაღაჯი (კასპის მუნიციპალიტეტი))
თელიანი (ყოფილი ყარაღაჯი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თელიანი, სასირეთი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.[3]
სოფელი | |
---|---|
თელიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | თელიანი |
კოორდინატები | 41°55′24″ ჩ. გ. 44°17′28″ ა. გ. / 41.92333° ჩ. გ. 44.29111° ა. გ. |
ადრეული სახელები | ყარაღაჯი |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 981[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ამ სოფელში XVII საუკუნეში ყმა-მამული ჰქონდათ თავად ჯავახიშვილებს. სოფლის შესახებ ცნობები დაცულია „მეფის სადროშოს ხალხის აღწერის დავთარში“, რომელიც XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია შედგენილი.[4]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 981 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 1088 | 508 | 580 |
2014[1] | 981 | 472 | 509 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 625.
- ↑ ყარაღაჯი // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 691, ISBN 99928-929-8-6.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II