კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოდისწყარო.

კოდისწყარო[3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური). ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

სოფელი
კოდისწყარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი კოდისწყარო
კოორდინატები 42°01′35″ ჩ. გ. 44°20′59″ ა. გ. / 42.02639° ჩ. გ. 44.34972° ა. გ. / 42.02639; 44.34972
ცენტრის სიმაღლე 740
მოსახლეობა 216[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 90,7 %
ოსები 9,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი) — კასპის მუნიციპალიტეტი
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფელი იხსენიება ლეონტი მროველთან (XI საუკუნე)[4]. 1433 წელს სოფელი თაყა ზედგენიძემ შიომღვიმის მონასტერს შესწირა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კოდისწყარო სამუხრანბატონოში შედიოდა.[5]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 216 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[6][6] 312 155 157
2014[1]   216 112 104

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 56.
  4. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. I, გვ. 98, თბ., 1955
  5. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 173
  6. 6.0 6.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II