ლავრისხევი
ლავრისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ლავრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ლავრისხევი | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | წინარეხი | ||
კოორდინატები | 41°49′38″ ჩ. გ. 44°28′40″ ა. გ. / 41.82722° ჩ. გ. 44.47778° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 960 მ | ||
მოსახლეობა | 18[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 94,4 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 24 | 10 | 14 |
2014[1] | 18 | 8 | 10 |
ღირსშესანიშნაობარედაქტირება
სოფლის სამხრეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, ტყიან ხეობაში მდებარეობს X საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - გუმბათოვანი ეკლესია.[3]
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 102.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 173-174