ლავრისხევის ლავრა

ლავრისხევის ლავრაეკლესია შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრზე. თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5 X 9 მ), ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებში ამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტუქციული და დეკორატიული მნიშვნელობაც აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება