კანკელი, იკონოსტასიმართლმადიდებლურ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოჰყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან.

კანკელი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში

კანკელი როგორც წესი შედგება აღსავლის კარებისაგან, რომელიც შემკულია ოთხი მახარებლისა და ღვთისმშობლის ხარების ხატით და ასევე კანკელზე თავსდება მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. განლაგება შემდეგია: აღსავლის კარები შუაში, მარცხნივ აღსავლის კარის შემდგომ ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის ხატის შემდგომ ნებისმიერი წმინდანის. რაც შეეხება აღსავლის კარების მარჯვენა განლაგებას ის შემდეგნაირად გამოიყურება: მარჯვნივ პირველი მაცხოვრის ხატი, ხოლო შემდგომი ხატი როგორც წესი იმ წმინდანის უნდა იყოს რომლის სახელზეც არის ტაძარი აგებული.

კანკელი საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში გავრცელებულია კანკელი ქვისა და თაბაშირისა, იშვიათად ხისა; შედარებით დაბალია, შედგება სვეტებისა და სვეტების შემაკავშირებელი თაღებისაგან, სულ ზემო ხაზი თაღების თავზე აუცილებლად ჰორიზონტალურია. რელიეფები გვხვდება ქვის კანკელებზე (ქვემო ბარიერზე). თაბაშირისას კი მხოლოდ ჩუქურთმები ამკობს. დეკორატიულობის გასაძლიერებლად თაღებს ზოგჯერ კბილანები ჰქონდა. უძველესი კანკელები VIII—IX საუკუნეებს მიეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XI საუკუნის ნიმუშები — საფარის, ხოვლის, შიომღვიმის, სპეთის, პატარა ონის, გველდესის, ატენის, ურთხვისა და სხვა კანკელები. ზოგ მათგანს ამკობს ქვაზე ამოკვეთილი რელიგიური სცენები, რომლებიც შუა საუკუნეთა ქართული პლასტიკის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო არმაზის ეკლესიის კანკელზე შემონახულია უძველესი მხატვრობის ნიმუში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 518.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • Шмерлинг Р. О., Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962;