საკურთხეველი
საკურთხეველი, სამსხვერპლო (ლათ. Altare — სამსხვერპლო) — ადგილი, სადაც ღმერთებისთვის მიჰქონდათ შესაწირავი, რათა აეცდინათ მათი რისხვა და მფარველობა მოეპოვებინათ. პირველი სამსხვერპლოები იყო შეშის ხორები, რომელთაც მსხვერპლთან ერთად წვავდნენ. შემდგომ სამსხვერპლოები იგებოდა ქვის, თიხის, მიწის პატარა ამაღლებული ადგილების სახით, სადაც ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა. სჯეროდათ, რომ მსხვერპლიდან ასული კვამლი ადის ცაში და აღწევს ღმერთამდე. სამსხვერპლოებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ.
გმირთა და ღმერთთა სამსხვერპლოები განსხვავდებოდა. ღმერთთა სამსხვერპლოები უმეტესად დიდი მოცულობისანი იყვნენ და ამზადებდნენ ტაძრებთან ახლოს მოედნებზე, წმინდა ჭალებში. ზოგი სამსხვერპლო უზარმაზარი მოცულობის იყო (მაგალითად, პერგამონის საკურთხეველი). გმირთა სამსხვერპლოები დაბალი და მცირე ზომის იყვნენ, დასავლეთის მხარეზე ჰქონდა ორმო, სადაც მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი უნდა ჩასულიყო.
ქრისტიანულ ეკლესიაში
რედაქტირებასაკურთხეველი, ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილი ამაღლებული ადგილი, სამსხვერპლო, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ღმერთთან შეხვედრის, მასთან დაახლოების, ლოცვა-კურთხევისა და წმინდა სერობისათვის. საკურთხეველში დგას მაგიდა (ტრაპეზი), რომელზედაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლო წესი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 685.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საკურთხეველი — ბიბლიოვიკი
- საკურთხეველი — კათოლიკური ეცნიკლოპედია