ნიგოზა
ნიგოზა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, კოდისწყაროს თემში.[1] მდებარეობს კვერნაქების ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ნიგოზა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოდისწყარო |
კოორდინატები | 42°00′32″ ჩ. გ. 44°19′45″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 44.32917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 123[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 79,7 % ქართველები 18,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია, ეტიმოლოგია
რედაქტირებაXIX საუკუნის შუა ხანებში ქსნის ხეობის სოფელ კუცხოვეთიდან ჩამოსული ოჯახები ქვემო ჭალელ თავად ამილახვარს ისინი დღევანდელი სოფლის ადგილას მიუყვანია, ხალხს ოქრო მიუციათ და სოფელი დაუარსებიათ. „ნიგოზით გემრიელი მიწააო“ — გადმოცემით ასე უთქვამს ამილახვარს ახალმოსახლეებისათვის და ამ ფაქტს უკავშირებენ სოფლის სახელის წარმოშობას.[2]
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 123 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 171 | 79 | 92 |
2014[1] | 123 | 56 | 67 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 412.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ „სოფელი ნიგოზა“. qartli.ge. 2020-11-20. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II