ქვემო ჭალა
ქვემო ჭალა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო).[1]
სოფელი | |||
---|---|---|---|
ქვემო ჭალა ქართ. ქვემო ჭალა | |||
![]() სოფელი ქვემო ჭალა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ქვემო ჭალა | ||
კოორდინატები | 42°01′34″ ჩ. გ. 44°23′42″ ა. გ. / 42.02611° ჩ. გ. 44.39500° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 680 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 1075[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს მდინარე ლეხურის ორივე ნაპირიზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. გაშენებულია უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით აშენებულია სხვილოს (ცხვილოს) ციხე. სოფელ ქვემო ჭალის ისტორია იწყება სწორედ სხვილოდან. სხვილო ძველი ისტორიული სოფელია და მოგვიანებით მოსახლეობა ქვემოთ, ჭალა ადგილას დასახლებულა. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც ქვემო ჭალა.
ისტორიარედაქტირება
სხვილოს ციხე თავად ამილახვრების რეზიდენცია იყო, გვიან შუა საუკუნეებში ამილახვრებმა ქვემო ჭალაში ააშენეს ციხე, სასახლე და რეზიდენციაც აქ გადმოიტანეს. სხვილოდან „ქვემოთ" ჭალაში პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა. მასვე აუშენებია სპარსული აბანო, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.[2] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ქვემო ჭალის რაიონის ცენტრი.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1075 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1893[3] | 1015 | — | — |
1908[4] | 1052 | — | — |
1911[5] | 1052 | — | — |
1926[6] | 1455 | — | — |
2002[7] | 1489 | 727 | 762 |
2014[1] | 1075 | 536 | 539 |
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ზაქარაია პ., კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 205-206, თბ., 1990 წელი.
- ↑ Кавказский календарь на 1894 годъ
- ↑ Кавказский календарь на 1910 годъ
- ↑ Кавказский календарь на 1912 годъ
- ↑ მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 13
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II