ქედას წმინდა თევდორეს ეკლესია

ქედას წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. მდებარეობს სოფლის ზემოთ, ორ კილომეტრზე, სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნის პირველი ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (8,5×5,6), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია ქვიშაქვა და შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის გვერდებზე თითო მოზრდილი ნიში. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის წინ სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც თაროსებრ შვერილებზე დადგმულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შვერილები და კაპიტელები მარტივია. ეკლესია შიგნით შელესილი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება