ნიში (არქიტექტურა)
ნიში — შეღრმავება შენობის ან ნაგებობის კედელში. იყენებენ ქანდაკების, ლარნაკის და სხვა რამის დასადგმელად ან განჯინის მოსაწყობად. აგრეთვე კედლის პლასტიკური დამუშავების მიზნითაც. ნიში ასევე არის შეღმავება სანგრებს შორის გასასვლელების კედელში. გამიზნულია ტყვიისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 453.
- ქადეიშვილი.ნ, არქიტექტურის საფუძვლები, გვ. 138, თბ.1984