ქვემო ჭალის ეკლესია

ქვემო ჭალის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. აქვს ორი შესასვლელი — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთით, კარზე წარწერაა:

ვიყიდე ვენახი ხელაური, მისგანაც ნასყიდი მიწა ოთხი დღისა. მიძაური აშ ია დღიური სასახლედ ჩომახიძისგან. დავასახლოდ კაცი ზედ უნდა (454). მოიტანდეს, ვინც ესახლოს კოდის პური, კოკა ღვინო; ცხვარი, ქსანი, სანთელი, მისი სარკმელი. ვინ ამისი დეკანოზი იყოთ, ამას ნუ დაიკლებთ, ამის მადლს.

წარწერაში არ ჩანს მყიდველის ვინაობა, მაგრამ ალბათ ეს რომელიმე ამილახვართაგანი უნდა იყოს. თავისთავად 454 კაცის დასახლება იმ დროსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება