ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი
ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. მდებარეობს სოფლის მიდამოებში, ნასოფლარ ძველ კუდუხანსა და ნასოფლარ მონასტერს შორის, გორაკზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,9 X 7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კარის წირთხლი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი ოთხკუთხაა და დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრებით. საკურთხეველიც და დარბაზიც გადახურულია კამარით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედლის სარკმლის ქვეშ, ცენტრში ერთი ნიშია. თითო მომცრო ნიში გვერდით კედლებშია, ერთი სწორკუთხა ნიში - დარბაზის სამხრეთ კედელში. ეკლესიას სწორკუთხა პროფილირებული ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა. გადახურული ყოფილა ორიგინალური ფორმის კრამიტით, რომელზეც ჯვარია გამოსახული.
ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ჰქონია ოდნავ მომრგვალებული კამარით გადახურული მინაშენი, რომელსაც აღმოსავლეთ კედელში ჰქონდა ერთი სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 208.