ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაკესოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), კასპის მუნიციპალიტეტში (ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაკე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ჭალა
კოორდინატები 42°01′28″ ჩ. გ. 44°24′15″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 44.40417° ა. გ. / 42.02444; 44.40417
ცენტრის სიმაღლე 960
მოსახლეობა 86[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ოსები 67,4 %
ქართველები 32,6 % (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი)
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი) — კასპის მუნიციპალიტეტი
ვაკე (კასპის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს ხარულის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 960 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.

სოფელი შესაძლოა იყო ის „ვაკე“, სადაც XIV-XV საუკუნეების ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის მიხედვით, 1342 წელს მეფის ძე დავითი ცხრაზმელებისა და არაგველების შერიგებას ცდილობდა. თანამედროვე ვაკე მდებარეობს რუსეთს ფედერაციის მიერ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის (ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო) სიახლოვეს.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 86 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 116 58 58
2014[1]   86 46 40

ლიტერატურა

რედაქტირება