ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით.

დავით IX (გ. 1360) — საქართველოს მეფე 1346-1360 წლებში, გიორგი V ბრწყინვალის ძე.

დავით IX
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1346
მმართ. დასასრული: 1360
წინამორბედი: გიორგი V ბრწყინვალე
მემკვიდრე: ბაგრატ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1360
გარდ. ადგილი: გეგუთი
მეუღლე: სინდუხტარ ჯაყელი
შვილები: ბაგრატ V
გულქან-ხათუნი
გულშარა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი V ბრწყინვალე
რელიგია: მართლმადიდებლობა

ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში ქვეყანას შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. ამავე დროს, ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემიაც.

აღნიშნული მძიმე ვითარების მიუხედავად, დავით IX სახელმწიფოებრივ აღმშენებლობით მუშაობას ეწეოდა. თმოგვის ციხის 1350 წლის წარწერის თანახმად, დავით მეფის მითითებით, განაახლეს ციხის ზღუდე. მეფეს, აგრეთვე, ყურადღება მიუქცევია მონღოლთა ბატონობის დროს საერო ფეოდალების მიერ საეკლესიო მამულების მიტაცების ფაქტებისათვის. მან მცხეთის ეკლესიას დაუბრუნა დავით VII ულუს მიერ დიდებული აზნაურებისათვის, ორბოძლელებისათვის გადაცემული მცხეთის ეკლესია გლეხები და მიწები ძამისა და ხვედურეთის ხეობიდან (დავით მეფეს ორბოძლელისათვის 1200 თეთრი გადაუხდია, რათა მას ეკლესიის მამულები დაეთმო).

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დავით მეფის მეუღლე იყო დედოფალი სინდუხტარი, რომელიც თითქოს სამცხის მთავრის, აღბუღას და ყოფილა. მეფის ერთი ქალიშვილი, გულშარი იოანე ქსნის ერისთავზე გაუთხოვებიათ, ხოლო მეორე, გულქან-ხათუნი, ტრაპიზონის იმპერატორის უმცროს ვაჟზე, მანუილზე დაუქორწინებიათ. ეს ქორწინება, რასაკვირველია, პოლიტიკური ქმედება იყო და მიზნად საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიის პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას გულისხმობდა.

დავითის მეფობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1357 წელს საქართველოში მზის დაბნელება ყოფილა.

დავით IX გარდაიცვალა 1360 წელს, გეგუთში. დაკრძალულია გელათის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
დავით IX
დაიბადა:  ? გარდაიცვალა: 1360
წინამორბედი:
გიორგი V ბრწყინვალე
   საქართველოს მეფე   
1346–1360
შემდეგი:
ბაგრატ V დიდი