გულქან-ხათუნი ან იმპერატრიცა ევდოკია ქართველი (ბერძ. Ευδοκία της Γεωργίας; გ. 2 მაისი, 1395) — ტრაპიზონის კონსორტ-იმპერატრიცა, მანუელ III-ის პირველი მეუღლე, ქართველი მეფის დავით IX-ისა და სინდუხტარ ჯაყელის ასული, დედოფლად კურთხევის სახელია ევდოკია[1].

ბიოგრაფია

რედაქტირება

გულქანი დაიბადა საქართველოში, ქართველი მეფის დავით IX-ისა და სინდუხტარ ჯაყელის ოჯახში[2][3].

გულქანი პირველ ქორწინებაში იყო ალექსი III-ის უკანონო ვაჟის, ანდრონიკე კომნენოსის მეუღლე. 1376 წლის 14 მარტს ანდრონიკე მოკლეს. როგორც გვაწვდის Europäische Stammtafeln: Stammtafeln zur Geschichte der Europäischen Staaten (1978) ის კოშკიდან იყო ჩამოგდებული.[4]

1377 წლის 6 სექტემბერს გულქან-ხათუნი მანუელ III-ს გაჰყვა ცოლად. მანუელი ალექსი III-ისა და იმპერატრიცა თეოდორა კანტაკუნეზის უფროსი ძე იყო[1]. წყვილს ვაჟი ეყოლათ, რომელიც შემდეგ იმპერიას მართავდა ალექსი IV-ის სახელით.[5]

1390 წლის 20 მარტს გარდაიცვალა ალექსი III. ტახტზე ავიდა იმპერატორი მანუელ III და გულქანი, რომელიც კორონაციისას იმპერატრიცა ევოდკიას სახელად აკურთხეს. მისი დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, გულქან-ხათუნი 1395 წლის 2 მაისს გარდაიცვალა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება