ალექსი IV (ტრაპიზონი)
ალექსი IV დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Δ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1382 — გ. 1429) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1317 წლის 5 მარტიდან 1429 წლის ოქტომბერში გარდაცვალებამდე. მანუელ III-ისა და მისი პირველი ცოლის, საქართველოს მეფე დავით IX-ის ასულის, გულქან-ხათუნის ვაჟი. მანუელთან დაძაბული ურთიერთობის გამო ჯერ კიდევ მის თანამედროვეებს ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ ალექსის ბრალი მიუძღოდა მამამისის სიკვდილში.
ალექსი IV დიდი კომნენოსი | |
---|---|
Αλέξιος Δ΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1417 |
მმართ. დასასრული: | 1429 |
წინამორბედი: | მანუელ III |
მემკვიდრე: | იოანე IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1382 |
გარდ. თარიღი: | 1429 |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | მანუელ III |
დედა: | გულქან-ხათუნი |
მისი მმართველობის პერიოდში ტრაპიზონის იმპერიას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გენუასთან, რომელიც შავ ზღვაში ვაჭრობას აკონტროლებდა, ამიტომ ცდილობდა ურთიერთობა განემტკიცებინა გენუის კონკურენტ ვენეციასთან. საბოლოოდ, გენუასთან დაპირისპირება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით დასრულდა.
მდგომარეობა გამწვავდა ანატოლიაშიც. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ მცირე აზიის უმეტესი ნაწილი ქაოსმა მოიცვა. ბიზანტიას გაუმეზობლდა ყარა-იუსუფის დაარსებული ყარა-ყოიუნლუ. ალექსი IV იძულებული გახდა ყარა იუსუფის ვაჟისათვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა და დათანხმებოდა იმ რაოდენობის ხარკის გადახდას, რასაც თემურლენგს უხდიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vougiouklaki Penelope, "Alexios IV Grand Komnenos", Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor
- Marek, Miroslav. A listing of the Megas Komnenos line, including Alexios. Genealogy.EU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 2015-01-28.
წინამორბედი: მანუელ III |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1417-1429 |
შემდეგი: იოანე IV |