იოანე IV (ტრაპიზონი)
იოანე IV დიდი კომნენოსი (ბერძ. Ιωάννης Δ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1403 — გ. 1459) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1329-1459 წლებში. ალექსი IV-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. მან ჯერ კიდევ 1417 წელს მამისაგან მიიღო დესპოტის ტიტული, თუმცა მამასა და შვილს შორის ურთიერთობა მალე გაუარესდა. იოანემ მშობლების დახოცვა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა და საქართველოში გაიქცა, სადაც ალექსანდრე I დიდის ქალიშვილი შეირთო ცოლად, თუმცა, როგორც ჩანს, მოსალოდნელი დახმარება ვერ მიიღო და ყირიმში გაემგზავრა. ტახტზე 1429 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ავიდა. მის პოლიტიკას, ძირითადად, ტრაპიზონის იმპერიის მისი აგრესიული მეზობელი თურქმენებისა და კიდევ უფრო აგრესიული ოსმალეთის იმპერიისაგან დაცვა წარმოადგენდა. იოანე IV გარდაიცვალა 1459 წელს და ტახტზე ავიდა მისი ძმა დავითი.
იოანე IV დიდი კომნენოსი | |
---|---|
Ιωάννης Δ΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1429 |
მმართ. დასასრული: | 1459 |
წინამორბედი: | ალექსი IV |
მემკვიდრე: | დავითი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1403 |
გარდ. თარიღი: | 22 აპრილი, 1459 |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ალექსი IV |
დედა: | თეოდორა კანტაკუზენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- The Oxford Dictionary of Byzantium, Oxford University Press, 1991.
- William Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Profile of Alexios IV and his children in "Medieval Lands" by Charles Cawley
- Vougiouklaki Penelope, "John IV Grand Komnenos", Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor
წინამორბედი: ალექსი IV |
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1429-1459 |
შემდეგი: დავითი |