თემურლენგი
თემურლენგი, ტამერლანი (დ. 1336, ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი, 1405, ოთრარი) — შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 წელს აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.
თემურ ლენგი | |
---|---|
თემურლენგი | |
თემურიდთა იმპერიის მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 1370 |
მმართ. დასასრული: | 1405 (35 წელი) |
წინამორბედი: | იმპერია დაარსდა |
მემკვიდრე: | ჰალილ სულთანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 აპრილი, 1336 |
დაბ. ადგილი: | ჰოჯა-ილქარ ქენდი, მუასირი, შაჰრისაბზი, თანამედროვე უზბეკეთი |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1405 (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ოთრარი, მუესირი, თანამედროვე ყაზახეთი |
მეუღლე: | თურმუშ აღა, ულჯაი თურქან აღა, სარაი მულქ ხანუმი, ულუს აღა, ისლამ აღა, თუმან აღა, თუგდი-ბი, დილ შად აღა, ჩოფლან მულქ აღა, თუქან ხანლნი, კუთლუკ აღა, თუკლუკ თაქინი |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | თარაღაი |
დედა: | თაქინა ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 წელს იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 წელს დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404 წელს ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.
თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. 1386-1403 წწ. თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.
1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი,თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა.
ოჯახი
რედაქტირებაშვილები
რედაქტირება- ჯაჰანგირ მირზა, თურმიშ აღასგან
- ომარ შეიხ მირზა, თოლუნ აღასგან
- მირან-შაჰი, მენგლი აღასგან
- შაჰ რუჰ-მირზა, თოლაი თურქან აღასგან
- ჰალილ სულთანი, სარაი მულქ ხანუმისგან
- აქია ბეგუმი, დაქორწინდა მუჰამედ ბეიზე, ემირ მუსას ვაჟზე
- სახელი უცნობია, დაქორწინდა სულეიმან მირზაზე
- სახელი უცნობია, დაქორწინდა ჯუმალეზა მირზა
- სულთან ბაჰთ ბეგუმი, დაქორწინებული იყო ორჯერ:
პირველად მუჰამედ მიქეზე,
მეორედ სულეიმან შაჰზე
შთამომავლები
რედაქტირებაჯაჰანგირის ვაჟები
რედაქტირებაომარ შეიხ მირზას ვაჟები
რედაქტირება- პირ-მუჰამედ იბნ ომერ შეიხ მირზა
- ისქანდერ იბნ ომერ შეიხ მირზა
- რუსტამ იბნ ომერ შეიხ მირზა
- აბუ-ბაქრ იბნ ომერ შეიხ მირზა
- მანსურ იბნ აბუ ბაქრი
- ჰუსეინ იბნ მანსურ ბინ აბუ-ბაქრი
- ბადი ალ ზამანი
- მუჰამედ მუმინი
- მუზაფარ ჰუსეინი
- იბრაჰიმ ჰუსეინი
მირან შაჰის ვაჟები
რედაქტირება- ჰალილ სულთანი
- აბუ-ბაქრ იბნ მირან-შაჰი
- მუჰამედ იბნ მირან-შაჰი
- აბუ-საიდ მირზა
- ომერ შეიხ-მირზა, აბუ საიდის ვაჟი
- ზაჰირ ედ-დინ მუჰამად ბაბური
- ჯაჰანგირ მირზა II
შაჰ რუჰ მირზას ვაჟები
რედაქტირება- ულუგ-ბეგი
- აბდ ალ-ლატიფი
- გიას ალ-დინ ბაისონქორი
- ალა-უდ-დევლეჰ მირზა იბნ ბაისონქორი
- იბრაჰიმ მირზა
- სულთან მუჰამედ იბნ ბაისონქორი
- იადიგარ-მუჰამადი
- ბაბურ იბნ ბაისონქორი
- სულთან იბრაჰიმ თემურიდი
- აბდულა თემურიდი
- მირზა სოიუგართმიშ ხანი
- მირზა მუჰამედ ჯუქი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 651.