ბაიაზიდ I (ოსმ. : بايزيد اول, თურქ. : Beyazıt, მეტსახელად Yıldırım „ელვისებური“; არაბ. : بايزيد الأول; დ. დაახლოებით 1354 – გ. 1403) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1389–1402 წლებში. ტახტზე მამამისის, მურად I-ის მკვლელობის შემდეგ ავიდა. იმავდროულად მისი უმცროსი ძმა იაკუბი დაატყვევებინა სულთნის ტიტულის მოცილეს მოსაშორებლად.

ბაიაზიდ I
Birinci Bayezid
ოსმალეთის მე-4 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1389
მმართ. დასასრული: 1402
წინამორბედი: მურად I
მემკვიდრე: მეჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1350-იანები
დაბ. ადგილი: ბურსა ან ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 8 მარტი 1403
გარდ. ადგილი: აკშეჰირი, მცირე აზია
მეუღლე: დევლეთ შაჰი,
ჰაფსა, დესპინა,
მარია, ანჯელინა,
ფულანე
შვილები: მეჰმედი
ისა
მუსა
სულეიმანი
გულფემი
მამა: მურად I
დედა: გიულჩიჩექ ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ბაიაზიდ I აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს ბალკანეთსა და ანატოლიაში. მისი ხელმძღვანელობით ოსმალეთის ლაშქარმა დაიპყრო სერბეთი (1389), ბულგარეთი (1393-96), მაკედონია, თესალია; მძარცველური თავდასხმები მოაწყო მორეასა (1394) და უნგრეთზე (1395); 1396 წელს ნიკოპოლთან, დუნაის პირას დაამარცხა ჯვაროსანთა ლაშქარი, დაიმორჩილა ბოსნია და ხარკი დაადო ვლახეთს. ოსმალეთის ბატონობაში მოექცა ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბაიაზიდ I-მა დაიმორჩილა აგრეთვე სამთავროები ანატოლიაში. 1394–1401 წლებში რამდენიმეჯერ ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს, მაგრამ ვერ აიღო. 1402 წელს ანატოლიელი ბეგების ღალატის გამო დამარცხდა ანგორის ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა თემურლენგს. ბაიაზიდ I გარდაიცვალა ტყვეობაში. სულთან ბაიაზიდის გარდაცვალებას მოჰყვა ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Goodwin, Jason (1998) Lords of the Horizons. London: Chatto & Windus
  • Harris, Jonathan (2010) The End of Byzantium. New Haven and London: Yale University Press ISBN 978-0-300-11786-8
  • Imber, Colin (2002) The Ottoman Empire. London: Palgrave/Macmillan ISBN 0-333-61387-2

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: