მეჰმედ I (ოსმ. محمد اول‎ — Mehmed-i evvel , თურქ. Birinci Mehmet, Çelebi Mehmet; დ. დაახლ. 1387 — გ. 26 მაისი 1421) — ოსმალეთის სულთანი 1413-1421 წლებში. ბაიაზიდ I-ის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მოიგო ხანგრძლივი ბრძოლა ტახტის მემკვიდრეებს შორის და თითქმის მთლიანად დაშლილი იმპერია ჩაიბარა. მეჰმედ I-მა ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც თემურლენგის თავდასხმის შედეგად დაკარგეს. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც სამართლიან, მშვიდ, მშვიდობისმოყვარე და განათლებულ მმართველს. იგი საკმაოდ შემწყნარებელი იყო არამუსულმანების მიმართ. მფარველობდა ლიტერატურას, განსაკუთრებით პოეზიას.

მეჰმედ I ჩელები
ოსმალეთის მე-5 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1413
მმართ. დასასრული: 26 მაისი, 1421
წინამორბედი: ბაიაზიდ I
მემკვიდრე: მურად II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1381
დაბ. ადგილი: ბურსა
გარდ. თარიღი: 26 მაისი, 1421
გარდ. ადგილი: ედირნე
შვილები: მეჰმედი, აჰმედი
მურად II, კასიმი
მუსტაფა, მაჰმუდი
ორჰანი, იუსუფი
სელჯუკ სულთანი,
ჰანიმ სულთანი,
ჰაფსა სულთანი,
აიშე სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: ბაიაზიდ I
დედა: დევლეთ ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეჰმედ I სულთან ბაიაზიდის უმცროსი შვილი იყო. ბაიაზიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა სამმა შვილმა გაიყო იმპერიის ნარჩენები. ედირნეში სულთნად თავი გამოაცხადა სულეიმანმა (1402—1410 წწ.), ბურსაში - ისამ, ხოლო ანატოლიაში - მეჰმედმა. მეჰმედი 1405-1406 წლებში აწარმოებდა ბრძოლას ისას წინააღმდეგ და დაიპყრო ბურსა. ამის შემდეგ უფროსი ძმა მუსა რუმელიაში გააგზავნა სულეიმანთან საბრძოლველად. მუსამ წარმატებას მიაღწია, თუმცა თავი ოსმალეთის იმპერიის ევროპული ნაწილის სულთნად გამოაცხადა. 1411 წელს მეჰმედმა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ II პალეოლოგოსის დახმარებით რუმელიისათვის ბრძოლა დაიწყო. ძმებს შორის პირველ შეტაკებას გამარჯვებული არ გამოუვლენია, მეჰმედი ანატოლიაში დაბრუნდა რათა აიდინი დაეცვა მეამბოხე ბეიებისაგან. გაიმარჯვა მტერზე დაბრუნდა ევროპაში და 1413 წელს მუსას არმია დაამარცხა, თავად მუსა ვლახეთში გაიქცა, სადაც მალევე გარდაიცვალა. ოსმალეთის იმპერიის ყველა ტერიტორია ერთი სულთნის ხელში გაერთიანდა.

მას შემდეგ, რაც მეჰმედი ერთიანი ოსმალეთის სულთანი გახდა, ბიზანტიასა და ევროპის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა. მთელი მისი ძალისხმევა თემურლენგის განადგურებული სახელმწიფოს აღდგენისაკენ იყო მიმართული. 1415 წელს აღადგინა ძალაუფლება ანატოლიის ბეილიკებში, რომელთაც დამოუკიდებლობა ანგორის ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს. 1416 წელს ოსმალებმა პირველი სამხედრო კამპანია განახორციელეს ზღვაზე ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, თუმცა წარუმატებლად. ამავე წელს ანატოლიაში იფეთქა, მუსას ყოფილი ქაზასქერის, ბედრედინ მაჰმუდ სიმავის რელიგიური ხასიათის აჯანყებამ. სექტანტებმა ორჯერ დაამარცხეს სულთნის არმია, მაგრამ საბოლოოდ სმირნასთან ბრძოლაში დამარცხდნენ და სულთანმა ბედრედინი სიკვდილით დასაჯა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება