მანუელ II პალეოლოგოსი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანუელ II.

მანუელ II პალეოლოგოსი (დ. 27 ივნისი, 1350 — გ. 21 ივლისი, 1425, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1391–1425 წლებში. მის დროს ბიზანტიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელთ ეპყრათ თურქებს. ფაქტობრივად ბაიაზიდ I-ის ვასალი იყო. დასახმარებლად ჯვაროსნებს მოუხმო, მაგრამ 1396 წლის 25 სექტემბერს ნიკოპოლისთან თურქებმა ჯვაროსნები დაამარცხეს. მანუელ II-მ 1399-1403 წლებში დასახმარებლად მოიარა იტალია, საფრანგეთი და ინგლისი. როდესაც 1402 წელს ანკარასთან თემურლენგმა თურქები გაანადგურა, ამით ისარგებლა მანუელ II-მ და 1403 წელს თესალონიკე დაიბრუნა. 1424 წელს კვლავ იკისრა თურქებისათვის ხარკის გადახდა. 1425 წელს ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა მათეს სახელით. მანუელ II მხარს უჭერდა ჰუმანისტურ მოძრაობას, ცნობილი იყო აგრეთვე როგორც მწერალი.

მანუელ II პალეოლოგოსი
Μανουήλ Β΄ Παλαιολόγος
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 16 თებერვალი, 1391
მმართ. დასასრული: 21 ივლისი, 1425
წინამორბედი: იოანე V პალეოლოგოსი
მემკვიდრე: იოანე VIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 იანვარი, 1350
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
გარდ. თარიღი: 21 ივლისი, 1425
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
მეუღლე: ელენა დრაგაში
შვილები: იოანე VIII
კონსტანტინე XI
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: იოანე V პალეოლოგოსი
დედა: ელენა კანტაკუზინი

ლიტერატურა

რედაქტირება