ელენა დრაგაში (სერბ. Јелена Драгаш, ბერძ. Ἑλένη Δραγάση, მონაზვნობაში — იპომონია ბერძ. Ὑπομονὴ; დ. დაახლ. 1372 — გ. 13 მარტი, 1450) — ბიზანტიის იმპერატორ მანუელ II-ის მეუღლე. იმპერატორ იოანე VIII-ისა და კონსტანტინე XI-ის დედა. მართლმადიდებელი წმინდანი.

ელენა დრაგაშის ფრესკა

ელენა სერბი თავადისა და მემამულის კონსტანტინე დრაგაშის ასულია. 1392 წლის 10 თებერვალს გახდა მანუელ II-ის მეუღლე. 1425 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. გარდაიცვალა 1450 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება