მანუელ III (ტრაპიზონი)

მანუელ III დიდი კომნენოსი (ბერძ. Μανουήλ Γ΄ Μέγας Κομνηνός; დ. 16 დეკემბერი, 1364 — გ. 5 მარტი, 1417) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1390 წლის 20 მარტიდან 1417 წელს გარდაცვალებამდე. ალექსი III-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. ტახტის მემკვიდრე გახდა 1377 წელს უფროსი ძმის, ბასილის გარდაცვალების შემდეგ.

მანუელ III დიდი კომნენოსი
Μανουήλ Γ΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1390
მმართ. დასასრული: 1417
წინამორბედი: ალექსი III
მემკვიდრე: ალექსი IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1364
გარდ. თარიღი: 1417
დინასტია: კომნენოსები
მამა: ალექსი III

მისი მმართველობის დროს ტრაპიზონის იმპერიისათვის გაიზარდა ოსმალური საფრთხე. სულთანმა ბაიაზიდ I-მა 1398 წელს შავი ზღვის სანაპიროზე ტრაპიზონის საზღვრებამდე ილაშქრა. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ანკარასთან თემურ-ლენგის მიერ ბაიაზიდის დამარცხებით, რამაც ტრაპიზონი ოსმალთა აგრესიისაგან რამდენიმე ათეული წლით იხსნა და მშვიდობიანი არსებობის საშუალება მისცა. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში მანუელი თემურ-ლენგის მოკავშირე იყო. მართალია, მან როგორღაც შეძლო თემურ-ლენგისათვის ჯარით დახმარებაზე უარი ეთქვა, მაგრამ, სამაგიეროდ, ოცი სამხედრო გალერით დაეხმარა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ალექსი III
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
1390-1417
შემდეგი:
ალექსი IV