გორაკა
გორაკა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
გორაკა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ჭალა |
კოორდინატები | 42°02′25″ ჩ. გ. 44°23′25″ ა. გ. / 42.04028° ჩ. გ. 44.39028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 55[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 69,1 % ოსები 30,9 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეზე. ზღვის დონიდან 840 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებასოფლის თავში ნამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკა. უძველეს ხანაში ეს ადგილი ლეხურის ხეობის ცენტრი ყოფილა. შემდეგ მის ახლობლად გაჩენილა ხეობის ახალი ცენტრები — სხვილოს ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები) და ქვემო ჭალა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 86 | 41 | 45 |
2014[1] | 55 | 24 | 31 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 221.
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 98.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II