ნიგოზის პირველი სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიგოზის სამაროვანი.

ნიგოზის პირველი სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით 2.5 კილომეტრზე ადგილ ცემჯენაზე, სამაროვანი ორფეროვანია. ზედა ფენა განეკუთვნება ადრინდელ ფეოდალურ ხანას, ქვედა — გვაინდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. პირველი ფენა მდებარეობს მიწის ზედაპირიდან 0,1-0,15 მეტრ სიღრმეზე. აქ აღმოჩნდა ქვის ფილები და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.მეორე ფენა მიწის ზედაპირიდან 0,25-0,35 მეტრ სიღრმეზე, უშუალოდ პირველი ფენის ქვეშ. აქ გამოვლინდა კარგად განლექილი წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხის ცომისგან სამეთუნეო მბრუნავ ჩარხზე დამზადებული ნაცრისფრად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება