ნიგოზის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ნიგოზის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით, 2 კილომეტრზე ნიგოზას ხევში, გორაზე. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით.

ნამოსახლარზე იპოვება თიხის ჭურჭლის შავად, ნაცრისფრად და მოწითალოდ გამომწვარი დერგები, რომლებსაც შემოვლებული აქვთ რელიეფური ტალღისებური სარტყელი, შავად და ნაცრისფრად გამომწვარი, პირგადაშლილი ქოთნები. ნაცრისფრად გამომწვარი ფართოყელიანი დოქები და ტალღისებური ორნამენტიანი პირგადაშლილი ჯამები, წნულისანაბეჭდიანი ბათქაშისა და ხელსაფქვავის ნამტვრევები. ნაკრძალზე ეკლესიის ნანგრევებია.

ლიტერატურა

რედაქტირება