ნამოსახლარი
ნამოსახლარი — არქეოლოგიურ ძეგლთა კრებითი კატეგორია, ადამიანის ძველი საცხოვრისის ნაშთების ზოგადი სახელწოდება. უძველესი, ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარი შეიძლება იყოს მღვიმეში, ეხში ან ღია ადგილზეც. ახალი ქვის ხანიდან ცნობილია ნასოფლარები, შემდგომში კი ნაქალაქარებიც. ნამოსახლარი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, მათი გათხრის შედეგად ყველაზე უფრო სრულყოფილად ვლინდება ძველი საზოგადოების სულიერი და ნივთიერი ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა მხარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 310, თბ., 1984