ბარნაბიანთკარი
ბარნაბიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხის თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
ბარნაბიანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეტეხი |
კოორდინატები | 41°55′32″ ჩ. გ. 44°18′56″ ა. გ. / 41.92556° ჩ. გ. 44.31556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 264[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში შემორჩენილია ორი, მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 550 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.[3]
მოსახლეობა
რედაქტირებაპატარა სოფელია. ცხოვრობენ ბარნაბიშვილები. ისინი აქ რკონიდან არიან გადმოსახლებულები, სადაც დღესაც არის მათი ნამოსახლარი და ბარნაბიანთ წმინდა გიორგის ეკლესია. უწინ აქ ცხოვრობდნენ ამბროლაძეებიც, რომლებიც შემდეგ ამოწყვეტილან (გადმოცემით, რძეში გველი ჩავარდა და ამით მოწამლულან). შემდეგ, ერთ-ერთ ბარნაბაშვილს მეფისათვის რაღაც სამსახური გაუწევია და სანაცვლოდ ამ ნამოსახლარზე დასახლება უთხოვია, მეფეს კი უბოძებია ეს სოფელი. სავარაუდოდ, ეს გვარი რკონიდან აქ ლეკიანობის შიშით გადმოვიდა.[4]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 330 | 146 | 184 |
2014[1] | 264 | 128 | 136 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ., გვ. 143.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 212.
- ↑ მაკალათია ს., თეძმის ხეობა, გვ. 10, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II