ბარნაბიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია
ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში. დგას სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVII-XIX საუკუნეებით. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია, რის გამოც იგი ძალზე სახეშეცვლილია. ეკლესიას აქვს კამარა და ფანერის ბრტყელი ჭერი.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,9 მ), შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის კედლები შელესილი და შეთეთრებულია. იატაკი კვადრატული აგურისაა. ფასადები შელესილია ცემენტის ხსნარით. ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი გამართულია ხის ნივნივებზე. ეკლესიის დასავლეთ ფერდობზე დაშენებული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლის მხოლოდ ძირია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 143