ძამა

მდინარე საქართველოში

ძამა — მდინარე ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2140 მეტრ სიმაღლეზე, ერთვის მტკვარს მარჯვნიდან აგარაში. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 342 კმ². მთავარი შენაკადებია: ტყემლოვანისწყალი, სათიბე და ღვანანა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ახასიათებს წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე.

ძამა
River Dzama (near Kareli).jpg
მდ. ძამა ქარელთან
ქვეყანა საქართველო
ქალაქები ქარელი
სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 42  კმ
აუზის ფართობი 342 კმ²
Commons-logo.svg ძამა ვიკისაწყობში

საშუალო წლიური ხარჯი სოფელ ზღუდერთან 3.23 მ³/წმ (1987 წლის მონაცემები). იყენებენ სარწყავად.

ლიტერატურარედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძამა&oldid=3388509“-დან