ჭანდრების წმინდა გიორგის ეკლესია
ჭანდრების წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11,2 X 5,4 მ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის კვადრებით. დასავლეთით შეისრულთაღიანი შესასვლელია. სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან და გარედან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. შესასვლელების ზემოთ თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზედანის შუა არეში რელიეფია - ჯვრის გვერდებზე ზემოთ ანგელოზებია გამოსახული, ქვემოთ - ადამიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 412.