კლდუ
კლდუ — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (კეხიჯვრის თემი). ხრიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 870 მეტრი, ქარელიდან 8 კილომეტრი. XX საუკუნის 90-იან წლებამდე ცხოვრობდა 60-70 ოჯახი (ძირითადად ეთნიკური ოსები). 2008 წლის მონაცემებით ცხოვრობს 15 ოჯახი.
სოფელი | |
---|---|
კლდუ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | კეხიჯვარი |
კოორდინატები | 41°58′57″ ჩ. გ. 43°51′06″ ა. გ. / 41.98250° ჩ. გ. 43.85167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 870 მ |
მოსახლეობა | 20[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (60 %) ოსები (40 %)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. სოფლის ტერიტორიაზე სამი ეკლესიის ნანგრევებია. მიკვლეულია აგრეთვე გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტები. სოფლიდან 6 კილომეტრის მოშორებით არის სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც აღევლინება წირვა-ლოცვა, მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 20 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 25 | 13 | 12 |
2014[1] | 20 | 8 | 12 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 554.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II